ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ გამარჯვება დაიმსახურა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ შინ ინგლისელებთან 3:1 გამარჯვების მოგების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ თამაში, რომელსაც ველოდით. „ასტონ ვილა“ ცდილობდა ჩვენთვის პრობლემა სტანდარტული სიტუაციებიდან შეექმნათ. ყოველთვის რთული შეუტიო გუნდს, რომელიც ცენტრალურ ბლოკს იყენებს. კარგი პრესინგი ვითამაშეთ და დაცვიდან შეტევაში კარგად გადავდიოდით. „ასტონ ვილა“ გუნდია, რომელიც ბევრს უტევს. ჩვენი პრესინგიდან გამომდინარე მეტოქე ვაიძულეთ გრძელი გადაცემები გაეკეთებინათ. ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.
პსჟ-მ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან კონკურენტუნარიანია. დუეს გოლმა საშუალება მოგვცა, რომ შესვენებაზე კარგ სიტუაციაში წავსულიყავით. ბოლო წუთზე გატანილი გოლი ტორტის თავზე ალუბალივით აღმოჩნდა. ახლა საპასუხო მატჩი გველოდება და კარგ მდგომარეობაში ვართ“ – იუწყება ფრანგული მედია ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
