გიორგი მამარდაშილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
30-ე ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად მადრიდის „რეალი“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნია.
განვლილ შეხვედრაში მამარდაშვილს 8 მოგერიება ჰქონდა, ხოლო მე-13 წუთზე ვინისიუს ჟუნიორს პენალტი აუღო. მამარდაშვილმა ამ სეზონში მეორე თერთმეტმეტრიანი მოიგერია (პირველად ეს “სელტასთან” მოახერხა), ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დაასახელეს. ის ტურის საუკეთესო მეკარე ორჯერ გახდა.
ლაშა თაბაგარი





