ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და 4:0 დაამარცხა.
შეხვედრის 25-ე წუთზე პაუ კუბარსის გადაცემის შემდეგ, ანგარიში რაფინიამ გახსნა – 1:0. 48-ე წუთზე რაფიანიამ საგოლე პასი ლევანდოვსკის გაუკეთა, რომელმაც ესპანელები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. 66-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, ხოლო 77-ე წუთზე გერმანელთა კარი ლამინ იამალმა აიღო.
„ბარსელონა“ მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს მიაჩნია, რომ შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, მისი გუნდი ჯერ 1/2-ფინალში არ გასულა.
„ბარსელონა“ ჯერ 1/2-ფინალში არ გასულა. ასეთი სხვაობით მოგება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ნაჩვენები სათამაშო დონის გათვალისწინებით. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ „ბარსელონა“ უკვე 1/2-ფინალშია, რადგან არასოდეს იცი რა მოხდება. ფეხბურთი ეს სიგიჟეა.
„ბორუსია“ კარგი გუნდია და ვიცით, რომ საპასუხო შეხვედრაში რაც შესაძლოა ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ. ჩვენმა თავდასხმის ტრიომ საუცხოოდ ითამაშა. თუმცა, დაცვაში თამაშიც მნიშვნელოვანი იყო. ის ფეხბურთელები, რომლებიც თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთვნენ, ასევე ეფექტურები იყვნენ, ისევე როგორც ისინი, ვინც მათ შეცვალეს“ – იუწყება ფლიკის ნათქვამს ესპანური მედია.
„ბარსელონა“ საპასუხო შეხვედრას დორტმუნდში 15 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
