კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშია

0
93

ხვიჩა კვარაცხელია უეფას მიერ შედგენილ მიმდინარე კვირის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ შინ ბირმინგემის „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა და საუცხოო გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების ლიდერმა, რომელიც საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
უეფას კვირის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: იან ზომერი (ინტერი).
მცველები: იურენ ტიმბერი (არსენალი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში (პსჟ).
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი).
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ).

ლაშა თაბაგარი