პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პარიზში ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ 3:1 მოგებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფას ექსპერტებმა დაასახელეს. გარდა ამისა, უეფამ კვარაცხელია, რაისი, ლევანდოვსკი და ბასტონი კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე წარადგინეს.
საქართველსო ეროვნული ნაკრების ლიდერმა ასეთი აღიარება არა მხოლოდ „ასტონ ვილასთან“ გატანილი საუცხოო გოლით დაიმსახურა, არამედ, ორი ტაიმის განმავლობაში ნაჩვენები მაღალი დონის თამაშით,
მატჩის 35-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი და ინგლისელთა კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ტილემასნმა პასი კარის წინ მდგომ როჯერს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.
39-ე წუთზე დეზირე დუემ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიწია და ძლიერი დარტყმით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. 49-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრწყინვალე ფინტით ბირმინგემელთა საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით მეკარისგან ზედა „ცხრიანში“ შეაგდო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე უსმან დემბელეს პასის შემდეგ, „ასტონ ვილას“ საჯარიმოში გახსნილმა ნუნუ მენდეშმა ცრუ მოძრაობით მცველთან ერთად მეკარეც ჩამოიცილა, რის შემდეგ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კვაარცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. მანამდე, მან “ბრესტის” კარი აიღო. კარიერაში მან უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში კიდევ ორი გოლი “ნაპოლის” შემადგენლობაში მიითვალა 2022-2023 წლების სეზონში ამსტერდამის “აიაქსთან” მატჩებში.
კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონდა. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 5 შეხვედრაში საკუთარ ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
