ხვიჩა კვარაცხელია: „სამუშაო ბოლომდე შესრულებული არაა“

0
68

პსჟ-ს გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში შინ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ 3:1 გამარჯვების მიუხედავად, საქმე ჯერ დასრულებული არაა.
„შედეგით კმაყოფილი ვართ, მაგრამ ასეთი სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან წინ მეორე თამაშია და სამუშაო ბოლომდე შესრულებული არაა. საპასუხო მატჩი რთული იქნება, მაგრამ უნდა ვეცადოთ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და შემდეგ ვნახავთ რა იქნება“ – ციტირებს BBC კვარაცხელიას, რომელმაც „ასტონ ვილას“ კარში საუცხოო გოლი გაიტანა და უეფამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი უეფამ რაისთან, ლევანდოვსკისთან და ბასტონისთან ერთად კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე წარადგინა.
ლაშა თაბაგარი