„ტორპედომ“ ფოთში ქულა გადაარჩინა

0
25

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურმა სტარტი ფოთში აიღო, სადაც კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა „კოლხეთმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
მატჩის მე-14 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს რუსი კირილ კლიმოვის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა გიორგი აბუაშვილმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:0.
მე-17 წუთზე ფელიპე პირესის ჩაწოდებული კუთხურის მერე, ფოთელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მერაბ გიგაურმა მოიგო, ხოლო კარის შორეულ ძელთან მყოფმა ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში „ტორპედოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა კლიმოვმა პასი თორნიკე შეყილაძეს გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში გაიტანა – 2:1.
56-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა კუთხური ჩააწოდა და გიორგი ახალაძის თავიდან ბურთი გიორგი კოხრეიძეს მიუვიდა, რომელმაც „ტორპედოს“ მაისურით პირველი გოლი თავით შეაგდო – 2:2.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“, რომელსაც ზედიზედ 6 ტურია არ მოუგია (4 ფრე და 2 მარცხი) 5 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეშვიდეა, ხოლო „კოლხეთი“ ამდენივე ქულით მერვეა.
კოლხეთი 1913 2:2 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი