პორტუგალიელი ნუნუ კოშტას ხელმძღვანელობით გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურში წყალტუბოს „სამგურალს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
წყალტუბოს ტექნიკურ ცენტრში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 52-ე წუთზე გორელთა შეტევის დროს, „სამგურალის“ მცველები თავის საჯარიმოში შეცდნენ და განელი დომინიკ ამპონსას გდაცემის შემდეგ, სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.
„დილას“ 14 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო იტალიელი როდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ თავი 8 ქულას მოუყარა და მე-6 პოზიციაზეა.
სამგურალი 0:1 დილა
ლაშა თაბაგარი
