კიეზა ზაფხულში „ლივერპულიდან“ წავა

0
58

ფედერიკო კიეზა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულიდან“ წავა, რის შესახებ Calciomercato იუწყება.
ეს გასაკვირი არაა, რადგან მან პრემიერლიგაში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა და მოედანზე 8 წუთი გაატარა. ყველა ტურნირის ჩათვლი კი, მერსისაიდელების მაისურით მოედანზე 11-ჯერ გავიდა და 2 გოლი გაიტანა. იტალიის ეროვნული ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი „ლივერპულს“ 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა.
მას იტალიის სერია A-ში რომელიმე კლუბი იმ შემთხვევაში დაიმატებს თუ ხელფასის შემცირებას დათანხმდება. ყველა რეალური ვარიანტი კიეზას „ნაპოლიში“ გადასვლაა, რადგან ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს მისი სათამაშო თვისებები მოსწონს. გამორიცხეული არაა მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში დაიწყოს.
ლაშა თაბაგარი