ჰიონესმა „შტუტგართან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
53

„შტუტგარტის“ მთავარმა მწვრთნელმა სებასტიან ჰიონესმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
42 წლის გერმანელმა სპეციალისტმა შტუტგარტელებთან ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე დადროს. ის გუნდს სათავეში 2023 წლის აპრილში ჩაუდგა და გერმანიის ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე გაიყვანა. მანამდე, ჰიონესი „ბაიერნის“ ახალგაზრდულ გუნდს და „ჰოფენჰაიმს“ ავარჯიშებდა.
მიმდინარე სეზონში „შტუტგარტმა“ 26 ტურში 37 ქულა დააგროვა და მე-10 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი