ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელ ტიაგო მოტას დაკავებული თანამდებობიდან უახლოეს პერიოდში დაითხოვენ. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლ სკირა იუწყება.
„ტიაგო მოტას ისტორია „იუვენტუსში“ დასრულდა. კლუბის ხელმძღვანელებმა მისი დაუყონებლივ გათავისუფლება გადაწყვიტეს. იგორ ტუდორმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე ე.ი. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულებამდე უთავკაცოს. მის კონტრაქტში ჩაიდება პირობა, რომელიც კონტრაქტის 2026 წლის ივნისამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
ტიაგო მოტას მიმართ ნდობა ჯერ კიდევ „ფიორენტინასთან“ 0:3 წაგებულ მატჩამდე ამოიწურა. მისი ახლა გათავისუფლება და არა მაისში იმან გამოიწვია, რომ კლუბის ხელმძღვანელებს ეშინიტა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვონ, რაც მინიმუმ 60 მილიონი ევროს დაკარგვას ნიშნავს.ეს კი კლუბი ბიუჯეტისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნებოდა “- დაწერა სკირამ სოციალურ ქსელში.
ამჟამად, ტურინელები იტალიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე არიან და მეოთხეადგილოსან „ბოლონიას“ ქულით ჩამორჩებიან. მანამდე, „იუვენტუსი“ ჩემპიიონთა ლიგას და იტალიის თასს გამოეთიშა – შესაბამისად ნიდერლანდების პსვ-სთან და „ემპოლისთან“ წააგო.
