კრისტიან ერიქსენი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს

0
4

დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს, რადგან კონტრაქტის გაგრძელება აღარ შესთავაზეს.
„კლუბს არაფერი შეუთავაზებია, ამიტომ ვვარაუდობ, რომ თანამშრომლობა შეწყდება. კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება და მზად ვარ რაღაც ახალი მოვძებნო. ჩემთვის ეს მისაღებია. ჯერ არ გადამიწყვეტია, სად ვითამაშებ“ – იუწყება ერიქსენის ნათქვამს დანიური მედია.
33 წლის ერიქსენი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2022 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 99 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი