საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კილიან მბაპეს ეჭვი ეპარება, რომ როდრი „ოქროს ბურთის“ დონის ფეხბურთელია.
„როგორი უნდა იყო ფეხბურთელი, რომელიც „ოქროს ბურთს“ იმსახურებს? თქვენთვის როდრი „ოქროს ბურთის“ დონის მოთამაშეა? მე ვფიქრობდი, რომ ამ ჯილდოს ვინისიუსი მიიღებდა, მაგრამ საბოლოოდ როდრის ერგო. მსგავის რამ სამი თვის წინ რომ მეთქვა, თქვენ მიპასუხებდით: „რას ამბობთ?“.
დღეს უბრალოდ არ ვიცით „ოქროს ბურთს“ ვინ მიიღებს. თუმცა, ყველა ფეხბურთს შანსი უნდა ჰქონდეს რომ დაჯილდოვდეს, მათ შორის მეკარეებსაც“ – განაცხადა მბაპემ Le Parisien ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული ჯილდო „ოქროს ბურთი“ ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრის ერგო, რომელიც ევრო 2024-ზე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი
