ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ალვარო მორატა მადრიდის „ატლეტიკოდან“ წასვლას ნანობს.
„წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, მადრიდის „ატლეტიკოდან“ არ წავიდოდი. ზაფხულში ყველაფერი უფრო მეტად უნდა ამეწონ-დამეწონა, მაგრამ ახლა სიტუაციის შეცვლაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ეს პრობლემა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დროს მაწუხებდა.
„ატლეტიკოს“ გულშემატკივრებს კლუბში გატარებული პერიოდის გამო მინდა მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ვცდილობდი „ატლეტიკოს“ მაისურით ბოლომდე დავხარჯულიყავი და ტიტულების მოგებაში დავხმარებოდი. ვცდილობ „ატლეტიკო“ დავიცვა მაშინაც კი, როდესაც ყოველი მხრიდან მაკრიტიკებენ. მე ამ კლუბის ფანი ვარ და მინდა, რომ „ატლეტიკომ“ რაც შესაძლოა მეტი ჯილდო მოიპოვოს“ – იუწყება მორატას ნათქვამს El Larguero.
2024 წელს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ალვარო მორატამ „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელებს დაჟინებით მოთხოვა, რომ „მილანში“ გაეშვათ. ფეხბურთელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პაულუ ფონსეკას ხელმძღვანელობით თამაში სურდა, რომელიც გუნდიდან მალე გაუშვეს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მორატამ „მილანის“ მესვეურებს სთხოვა, რომ გაეშვათ და 32 წლის ფორვარდი სტამბოლის „გალათასარაიში“ გაანათხოვრეს.
ლაშა თაბაგარი
