ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის მოქმედ გამარჯვებულ პაოკში გააგრძელებს.
პაოკ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. 25 წლის გუგეშაშვილი ამჟამად „პანსერაიკოსში“ გამოდის, რომელსაც გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და 2-წლიანი ხელშეკრულება დადო. მან „პანსერაიკოსში“ საბერძნეთის სუპერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და გუნდს 5-ჯერ უკაპიტნა, ხოლო 4-ჯერ გოლი არ გაუშვა. მისი შეძენა პაოკ-ს მილიონი ევრო დაუჯდება.
„პანსერაიკოსამდე“ გუგეშაშვილი თბილისის “დინამოში”, პოლონეთის “იაგიელონიაში” და “პოდლასიეში”, ესპანეთის “რეკრეატივოში”, გორის “დილაში” და აგდამის „ყარაბარში“ ირიცხებოდა.
ლაშა თაბაგარი
