„ლანსმა“ სეზონში მეორე მწვრთნელი დაითხოვა

0
0

იანიკ კაიუზაკი „ლანსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესსახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
41 წლის ფრანგი სპეციალისტი გუნდს სათავეში მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაუდგა და გერმანელი დინო ტოპმიოლერი შეცვალა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელებთან სამუშაო პროცესის ორგანიზების გამო მომხდარი უთანხმოებისთვის გაუშვეს.
კაიუზაკის ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირში ჩატარებული 9 მატჩიდან 3 მოიგო და 6-ჯერ დამარცხდა. ერთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში „ლანსი“ შინ „კომოსთან“ 1:9 განადგურდა. საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული 10 ტურის მერე, „ლანსი“ 13 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი