იტალიამ საფრანგეთთან ხანგრძლივი საშინაო მოუგებელი სერია დაასრულა

0
0

ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის 1-ჯგუფის მე-5 ტურში რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მილანში ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი საფრანგეთი 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-10 წუთზე მასპინძლების მეკარემ და კაპიტანმა დონარუმამ თავისი საჯარიმოდან პასის გაკეთებისას უხეში შეცდომა დაუშვა – ბურთი ოლისეს „ჩააბარა“, რომელმაც ანგარიში გახსნა. 26-ე წუთზე ნიკოლა კამბიაგო მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი კარის წინ მდგომ პიო ესპოზიტოს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა.
მე-60 წუთზე სებასტიან ესპოზიტომ პენალტი ვერ გამოიყენა – ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ააცილა. 63-ე წუთზე იტალიელთა კარგი იერიშის დროს დი მარკომ მარცხენა ფლანგიდან ფრანგების საჯარიმოში ფრატეზი მოძებნა, რომელმაც ძლიერი დარტყმით „სკუადრა აძურა“ წინ გაიყვანა. 75-ე წუთზე პიო ესპოზიტომ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
იტალიამ საკუთარ კედლებში საფრანგეთის 64-წლიანი პაუზის შემდეგ მოუგო. მანამდე, „სკუადრა აძურამ“ „სამფეროვნებს“ 1962 წლის 5 მაისს აჯობა. ამის შემდეგ, იტალიელებმა ფრანგებს 6-ჯერ უმასპინძლეს – ოთხჯერ დამარცხდნენ და ორი თამაში ფრედ დასრულდა, ფრანგებთან სამი ქულის აღების მერე, მანჩინის შეგირდები 10 ქულით ჯგუფში გალიდერდნენ.
ლაშა თაბაგარი