კასილასი: „ნოიერი ყველა მეკარისთვის მისაბაძი მაგალითია“

0
5

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კარის დარაჯ იკერ კასილასს მიაჩნია, რომ მანეულ ნოიერი ყველა მეკარისთვის მისაბაძი მაგალითია.
„ნოიერი ყველა მეკარისთვის მისაბაძი მაგალითია და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას ვურჩევ მანამდე ითამაშოს ვიდრე მოსწონს და შეუძლია. მეც უფრო დიდი ხანი თამაში მსურდა, მაგრამ ცხოვრებაში უბედურება შემემთხვა (გულის შეტევა, რედ.). რა თქმა უნდა, ვიდრე თავს კარგად გრძნობს და შეუძლია ითამაშოს, ეს უნდა გააკეთოს“ – იუწყება ლეგენდარული მეკარის ნათქვამს ესპანური მედია.
38 წლის ნოიერმა „ბაიერნთან“ ერთად გერმანიის ბუნდესლიგა 11-0ჯერ, გერმანიის თასი 5-ჯერ და ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო. ის გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ლაშა თაბაგარი