გიორგი კვერნაძის მიერ „ბრეშას“ კარში გატანილი გოლი იტალიის სერია B-ს 30-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს. ამის შესახებ სერია B-ს ინსტაგრამის გვერდი იუწყება.
გასულ ტურში „ფროზინონემ“ „ბრეშა“ მიიღო და 2:1 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა შორეულ „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა. კვერნაძე 67-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიში 3 გოლის გარდა, 2 საგოლე პასია.
ლაშა თაბაგარი
