კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტური თბილისში დასრულდა, სადაც „გაგრამ“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და ქულაც ვერ აიღო.
შეხვედრის 25-ე წუთზე წყალტუბოელებმა კუთხური გაითამაშეს და მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ბრაზილიელმა ვინისისუს ვიანამ თავით ანგარიში გახსნა – 0:1.
65-ე წუთზე ლუკა ხორხელმა მოედნის ცენტრში ბურთი მეტოქეს აართვა და დავით მუჯირს გადააწოდა, რომელიც საჯარიმოს მიაუხლოვდა და იმავე ხორხელთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მეტოქის კარი აიღო – 0:2.
იტალიელი როდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 6 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 1 ქულით ბოლოა.
|სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 ტური 28 მარტს შედგება.
კოლხეთი 1913 0:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი
