ბათუმის „დინამომ“ ხოზრევანიძე სლოვაკეთში გაანათხოვრა

0
0

ბათუმის „დინამომ“ ფორვარდი ლევან ხოზრევანიძე ერთწლიანი იჯარით სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ „შამორინში“ გაუშვა, რომელიც ამჟამად „პეტრჟალკასთან“ ერთად ლიდერია.
ხოზრევანიძე ბათუმის „დინამოს“ პირველ გუნდში 2025 წელს დააწინაურეს და შარშან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, თასზე სამი შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
მან მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში 15-ჯერ ითამაშა და 2 ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი