„გარეჯის“ ისტორიული გამარჯვება

0
1

საგარეჯოს „გარეჯმა“ არსებობის ისტორიაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში მოიგო. მე-4 ტურში თენგიზ კობიაშვილის ხელმძღვანელობით საგარეჯოელები ქობულეთის ტექნიკურ ცენტრში ფოთის „კოლხეთს“ ეწვივნენ და მინიმალური სხვაობით აჯობეს.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ფოთელები 22-ე წუთზე მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, ვინაიდან უხეშობისთვუს ბექა ხარშილაძეს მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ წითელი ბარათი აჩვენა.
68-ე წუთზე „გარეჯის“ შეტევის დროს მასპინძლების ნახევარზე მყოფმა ნიკა გალახვარიძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ლევან პაპავამ თავით გაიტანა.
დაღჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „გარეჯი“, რომელიც ქართული ფეხბურთის ელიტაში პირველ სეზონს ატარებს 4 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა, ხოლო „კოლხეთი“ 1 ქულით მეცხრეა.
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 ტური 28 მარტს შედგება.
კოლხეთი 1913 0:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი