„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში პრემიერლიგის 2025-2026 წლების საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის პროფესიონალურ ფეხბურთელთა ასოციაციამაც დაასახელა. მანამდე, პორტუგალიის ეროვნული გუნდის შუახაზელი საუკეთესო პრემიერლიგის და ინგლისის ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტების ვერსიით გახდა. მან განვლილი სეზონის მიხედვით სამი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო.
31 წლის ფერნანდეშმა გამოკითხვაში ფრანგ ნახევარმცველ რაიან შერკის და ნორვეგიელ ფორვარდს ერლინგ ჰოლანდს (ორივე „მანჩესტერ სიტი“), ასევე ბრაზილიელ მცველ გაბრიელ მაგალიაეშს, ესპანელ მეკარე დავიდ რაიას და ინგლისელ ნახევარმცველ დეკლან რაისს (ყველა „არსენალი“) აჯობა.
მან განვლილ სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე, პრემიერლიგაში ამდენი საგოლე გადაცემა არავის შეუსრულებია.
ფერნანდეში მეორე პორტუგალიელი კრიშტიანი რონალდუს შემდეგ, რომელიც პროფესიონალურ ფეხბურთელთა ასოციაციამ საუკეთესოდ ცნო. კრიშტიანუ საუკეთესოდ 2006-2007 და 2007-2008 წლებში აღიარეს.
ლაშა თაბაგარი





