გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში მაღალ დონეზე კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ თავის გამოსაჩენად ცოტა დრო ჰქონდა.
26-ე ტურში „ლიონმა“ „ლე ავრი“ მიიღო და 4:2 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მიქაუტაძე თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც „ლიონი“ 1:2 აგებდა. მან მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში საგოლე პასი ფოფანას მისცა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
82-ე წუთზე „ლიონმა“ კუთხური ჩააწოდა და მიქაუტაძემ მარჯვენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მიქაუტაძემ საგოლე გადაცემა ა;მადას მისცა, რომელმაც საბოლოო წერტილი დასვა – 4:2.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თასზე 2 შეხვედრაში 2 ბურთი შეაგდო. მან ევროპა ლიგაში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. მიქაუტაძემ ევროპა ლიგაში პირველი დუბლი „გალათასარაისთან“ მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
