გოჩოლეიშვილის პირველი გოლი დანიის სუპერლიგაში

0
7

გიორგი გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენის“ რიგებში დანიის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
22-ე ტურში კოპენჰაგენელები სტუმრად „ვიბორგს“ შეხვდნენ და 2:3 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 26-ე წუთზე დაალოხებით 22-23 მეტრიდან შორეულ კუთხეში დარტყმით გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ „კოპენჰაგენმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, შესვენების შემდეგ სამი გოლი გაუშვა და ქულაც ვერ აიღო.
„კოპენჰაგენი“ 41 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „მიდტიულანდს“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი