ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ მაისურით ამ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მე-9 გოლი გაიტანა.
22- ტურში გრაცელებმა ლასკ უმასპინძლეს და 4:2 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა – 2:0, ხოლო 86-ე წუთზე შეცვალეს. მან თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. კიტეიშვილმა 9 გოლის გარდა, 3 საგოლე პასი მიითვალა. „შტურმი“ 43 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი
