გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.
მერსისაიდელებმა მშობლიურ „ენფილდზე“ ამხანაგურ თამაშში ჩემპიონშიფის ბინადარი „ვრექსემი“ მიიღეს და 1:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მოედანზე 76 წუთი დაჰყო და სამ ეპიზოდში სტუმართა ფეხბურთელების დარტყმული მოიგერია.
„ლივერპულიდან“ ერთადერთი გოლი სობოსლაის გადაცემის შემდეგ ნგუმოამ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მანამდე :ლივერპულმა“ სპარინგში „სანდერლენდს“ 4:2 აჯობა და მამარდაშვილმა მოედანზე 67 წუთი გაატარა.
ლაშა თაბაგარი





