გოგლიჩიძე არ ათამაშეს, ლოჩოშვილის სრული მატჩი

0
5

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ტორინოს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე ტოსკანელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. საბა საზონოვს ტრავმა ჯერ არ მოურჩენია და ამიტომ სტუმართა განაცხადში ვერ მოხვდა. „ემპოლის“ ზედიზედ 14 თამაშია არ მოუგია (3 ფრე და 11 მარცხი) –  22 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს 30-ე ტურში „სალერნიტანა“ „ბარის“ ეწვია და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის უკანახაზელმა შეუცვლელად ითამაშა. „სალერნიტანა“ 30 ქულით 20 გუნდს შორის მეცხრამეტეა.
ლაშა თაბაგარი