კაკაბაძის უიღბლო მატჩი

0
15

ოთარ კაკაბაძისთვის პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე ტურში სტუმრად შჩეცინის „პოგონთან“ ჩატარებული მატჩი უიღბლო აღმოჩნდა.
გარდა იმისა, რომ „კრაკოვიამ“ 2:5 წააგო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლავურთი იყო, პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-7 წუთზე ავტოგოლი მიითვალა – 2:2. მან შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ავტოგოლი კრაკოველთა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ჩიტამაც გაიტანა 84-ე წუთზე – 2:4.
„კრაკოვია“ 38 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი