უნგრეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში მიღებული ტრავმის მორჩენის შემდეგ, ილია ბერიაშვილმა მტკ-ს სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. მე-6 ტურში ბუდაპეშტელები სტუმრად „დებრეცენს“ დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრები მატჩის მე-19 წუთზე იარეკმა დააწინაურა, ხოლო 30-ე წუთზე დენეშმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 34-ე წუთზე იურეკმა დუბლი შეასრულა. 47-ე წუთზე ბუდაპეშტელთა კარი ჯუჯაკმა აიღო. მტკ-ს 9 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





