არნემის „ვიტესი“, რომელშიც ირაკლი ეგოიანი გამოდის, ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში ზედიზედ სამი მატჩის არწაგების (2 გამარჯვება და 1 ფრე), შინ დამარცხდა.
30-ე ტურში არნემელები „დენ ჰააგს“ დაუპირისპირდნენ და მატჩის ბედი 27-ე წუთზე სჰალკის მიერ გატანილი ერთადერთი გოლი გაიმარჯვეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
20 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან ნიდერლანდების თასზე ერთხელ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო „ვიტესს“ 27 ქულა დააკლეს და 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი
