ლორთქიფანიძის ტაიმი „კრემონეზეში“

0
0

დაჩი ლორთქიფანიძემ „კრემონეზეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-ში პირველად ითამაშა. მე-2 ტურში კრემონელები შინ „მოდენასთან“ 0:3 დამარცხდნენ, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა. მანამდე, მან ასევე შეცვლაზე იტალიის თასის 1/32-ფინალში გენუას „სამპდორიასთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში იასპარეზა.
21 წლის ლორთქიფანიძემ გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში ერთხელ ითამაშა, ხოლო იანვარში სერია B-ს  ბინადარ „კარარეზეში“ გაანათხოვრეს, სადაც 3 შეხვედრაში მოედანზე შეცვლაზე შევიდა. ცნობისთვის, კრემონელები 2025-2026 წლების სეზონში იტალიური ფეხბურთის ელიტიდან გავარდნენ.
ლაშა თაბაგარი