ანზორ მექვაბილშვილმა მიმდინარე სეზონში კრაიოვას“ უნივერსიტატიას“ მაისურით რუმინეთის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში კრაიოველებმა „კლუჟს“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე ბაირამისგან საჯარიმოში მიიღო ბურთი, რომელიც ერთი შეხებით დაამუშავა, ხოლო მეორეთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა – 1:0. ის 84-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლის გარდა, 1 საგოლე პასია.
მასპინძლებიდან ასევე თავი მორამ გამოიჩინა 61-ე წუთზე, ხოლო მე-80 წუთზე სტუმართა კარი ლუკიჩმა აიღო. „უნივერსიტატია“ 29 ქულით 6-გუნდიანი საჩემპიონი ჯგუფის სათავეშია.
ლაშა თაბაგარი
