გორის „დილამ“ პორტუგალიელი ნუნუ კოშტას ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი თამაში სტუმრად გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილ ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოიგო.
|მატჩის დაწყებამდე გორელთა სასტარტო შეამდგენლობის მეკარე დავით კერესელიძე შეუძლოდა გახდა, მისი ადგილი ახალწვეულმა ლუკა სანიკიძემ დაიკავა.
მე-17 წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს ფრანგი ჟან-მარკ ტიბუე საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა და პასი ირაკლი ბუღრიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. მან გოლი არ აღნოშნა, მაგრამ კერესელიძის მხარდასაჭერად მისი მაისური ააფრიალა.
მე-18 წუთზე პაატა ღუდუშაურმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში მიიღო და ზურაბ რუხაძეს გაცდა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან შორეულ „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა – 1:1.
57-ე წუთზე „ტორპედოს“ კაპიტანმა მერაბ გიგაურმა შორი მანძილიდან დაარტყა და გვერდით ძელს მოხვდა ბურთი, რომელიც საჯარიმოში მყოფ ცოტნე ფაცაციას მიუვიდა, ხოლო მისი დარტყმული სერბმა ფილიპ კლიაიჩმა გაანეიტრალა.
77-ე წუთზე „ტორპედოს“ ფრანგმა ლეგიონერმა მამადუ სახომ თავის ნახევარზე ქუსლით ცუდი პასი გააკეთა და სათავე გორელთა შეტევას დაუდო, რომელიც ზურაბ რუხაძემ განავითარა, ხოლო საჯარიმოში შესული სოლომონ კვერკველიას გაცდა, რის მერე, კლიაიჩს თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი, რომელიც ცარიელი კარიდან ვარლეიმ გამოიტანა.
86-ე წუთზე „დილას“ შეტევის დროს ქუთაისელთა ნახევარზე მყოფმა ბუღრიძემ მარჯვენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში გააკეთა და მცველის ფეხიდან ბურთი იბრაჰიმა დრამეს მიუვიდა, რომელმაც კლიაიჩს ახლო კუთხეში გაუტანა. ამ ეპიზოდში სერბი გოლკიპერი ვალდებული იყო გუნდი გადაერჩინა.
„დილა“ 4 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო ზედიზედ 3 თამაშის წაგების მერე, „ტორპედო’ 3 ქულით მეშვიდეა.
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 ტური 28 მარტს შედგება.
ტორპედო 1:2 დილა
ლაშა თაბაგარი
