წყალტუბოს “სამგურალის” იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა როდოლფო ვანოლიმ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საგარეჯოს “გარეჯთან” საშინაო გამარჯვება (3:1) შეაფასა, რომელიც მიმდინარე სეზონში მისი გუნდისთვის პირველია.
როდოლფო ვანოლი: “ბედნიერი ვარ სეზონის პირველი გამარჯვებით. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ვულოცავ, ამ გამარჯვებას ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს.
გასულ ტურში ,,დინამოსთანაც” არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ ფეხბურთი ასეთია – სიხარულთან ერთად, გულისწყვეტაც თან ახლავს. მიხარია რომ, რეაბილიტაცია შევძელით და გულშემატკივრები გავახარეთ.
ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, სტარტი ყოველთვის რთულია, დღევანდელი შეხვედრაც ვერ დავიწყეთ კარგად, გოლი დებიუტშივე მივიღეთ და მდევრის როლში აღმოვჩნდით. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭები არ გატყდნენ, მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და მალევე შეძლეს თამაშის შემოტრიალება. კარგი გოლები გავიტანეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ, ხარისხიც თანდათან გაუმჯობესდება, გუნდი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.
ეროვნული ლიგა საკმაოდ საინტერესო და რთული ჩემპიონატია. ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. ორი დღის წინ ,,ტორპედო” ,,თელავის” მატჩს დავესწარი, სადაც ფავორიტად ქუთაისური გუნდი მიიჩნეოდაა, მაგრამ გამარჯვება მის მოწინააღმდეგეს დარჩა. მოდუნებას არავინ გვაპატიებს, სწორედ ეს მოხდა ,,დინამოსთან” ბოლო წუთებზე, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ. ბოლო წამებამდე უნდა ვიბრძოლოთ და თითოეულ მატჩში ძლიერი მენტალიტეტი გამოვავლინოთ. ხვალიდან მომდევნო მატჩისთვის მოვემზადებით და ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ”.
განვლილი მატჩის შემდეგ კომენტარი “სამგურალის” ფეხბურთელმა ლაშა კვარაცხელიამ გააკეთა:
“კარგი თამაში იყო. შეხვედრა ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდა. პირველი 3 ქულა ავიღეთ და მდგომარეობა გამოვისწორეთ. ,,დინამოსთან” მატჩის შემდეგ გულდაწყვეტილები ვიყავით და დღევანდელი გამარჯვება ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვეცდებით, მომდევნო მატჩებიც კარგად ჩავატაროთ. დღევადელ თამაშშიც გამოჩნდა, რომ მეტი შეგვიძლია. ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, კიდევ უფრო შევთამაშდებით და სამეულისთვის ბრძოლაც რეალური მგონია”.

ლაშა თაბაგარი