გულიაშვილი „სარაევოს“ მეოთხედფინალისკენ გაუძღვა

0
9

გიორგი გულიაშვილის წყალობით „სარაევო“ ბოსნიის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალის პირველი მატჩი სარაევოელებმა შინ „ზრინსკისთან“ 1:1 დაასრულეს და ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი აიღო. საპასუხო შეხვედრა „სარაევომ“ სტუმრად 1:0 მოიგო და გუნდის კაპიტანმა გულიაშვილმა მეტოქის კარი მე-15 წუთზე აიღო, როდესაც თანაგუნდელის თავური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრა.მან ამ სეზონში თასზე ჩატარებულ 3 თამაშში 4 გოლი მიითვალა, ხოლო ჩემპიონატში 20-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 13-ჯერ დაამწუხრა.
ლაშა თაბაგარი