„თელავმა“ ქუთაისში სენსაცია გამოაცხო

0
42

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტური სენსაციურად დაიწყო. ქუთაისის „ტორპედომ“, რომელიც გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „თელავთან“ საშინაო მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა, ქულაც ვერ აიღო.
მატჩის მე-12 წუთზე სტუმართა შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა თემურ გოგნაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც „ტორპედოს“ მცველმა ბურთს თავი ააცილა, ხოლო ფირუზ მაგრაქველიძის ფეხიდან ბურთი ვატო არველაძეს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა – 0;1.
54-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა თელაველთა ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს,  საჯარიმოში ჩაჰკიდ ბურთია, რომლის მოგერიებას ჯადული იობაშვილი ცდილობდა, მაგრამ ავტოგოლი მიითვალა.
73-ე წუთზე იობაშვილმა თავისი შეცდომა გამოასწორა, როდესაც „ტორპედოს“ საჯარიმოს წინ სოლომონ კვერკველია კარგად ჩამოიცილა და დაარტყა, ხოლო ბურთი, რომელიც მასპინძელთა ფრანგა მცველ მამადუ სახოს შეეხო კარში აღმოჩნდა – 1:2. ამ ეპიზოდდში ქუთაისელები სერბმა მეკარე ფილიპ კლიაიჩმა ვერ გადაარჩინა.
ვალერი გაგუას თავკაცობით ამ სეზონში „თელავმა“ მეორე მატჩი მოიგო და 6 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 3 ქულით მეოთხეა.
ტორპედო 1:2 თელავი
ლაშა თაბაგარი