კიტეიშვილმა გრაცული დერბი შემოატრიალა

0
56

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მერვე გოლი გაიტანა. ეს ბურთი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა თავი გრაცულ დერბიში გამოიჩინა, რომელშიც „შტურმმა“ გასვლაზე „გრაცერს“ 2:1 აჯობა.
მასპინძლები 78-ე წუთზე პერჩტოლდმა დააწინაურა, ხოლო კიტეიშვილმა 86-ე წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა. 88-ე წუთზე პერჩტოლდმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „შტურმიდან“ მეტოქის კარი იალკოიემ აიღო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. “შტურმი” 43 ქულით 12-გუნდიან ბუნდესლიგაში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი