ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა

0
18

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით დღეს რუმინელებთა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში შოთა თოფურიამ გახსნა, ხოლო ერთ წუთში თავი გიორგი ჩიმაკაძემ გამოიჩინა. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. ასათიანის გაწვრთნილები მეორე სპარინგს 11 მარტს ისევ ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებენ.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითად რაუნდში 11 აპრილს ჩვენი გუნდი სტუმრად კოსოვოს შეხვდება, ხოლო დასკვნით შეხვედრას შინ 16 აპრილს საფრანგეთთან ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები 9 ქულით მე-10 ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ საფრანგეთს 3 ქულით ჩამორჩება. ვროპის ჩემპიონატის საგზურს ძირითადი რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პლე-ოფში იბრძოლებს.
ლაშა თაბაგარი