იტალიის სერია B-ს 29-ე ტურში „სალერნიტანა“ შინ „მოდენას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით სძლია. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. სალერნოელებიდან ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე სორიანომ გაიტანა. „სალერნიტანა“ 29 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
„ფროზინონომ“ გასვლაზე „კარარეზეს“ 1:0 სძლია. გაამრჯვებულთა რიგებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი კვერნაძემ 50-ე წუთიდან ითამაშა. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე ჩიჩელამ გაიტანა.„ფროზინონე“ 30 ქულით მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
