„უოტფორდი“ შინ დამარცხდა – მედიამ ჩაკვეტაძის ხელფასი გაასაჯაროვა

0
96

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფში 3-მატჩიანი წაუგებელი (2 გამარჯვება და 1 ფრე) შეწყვიტა.
36-ე ტურში უოტფორდელები შინ „მილოულს“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რომლის ხელფასი ინგლისური მედიის ინფორმაციი კვირაში 25000 გირვანქა სტერლინგია, შეუცვლელად მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ცნობისთვის, ჩაკვეტაძე ხელფასით გუნდში მეხუთეა.
მასპინძლები 30-ე წუთზე პოლოკმა დააწინაურა, და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 59-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში დე ნორემ გაათანაბრა. 81-ე წუთზე „მილოულიდან“ თავი კობურნმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ „უოტფორდმა“ ბელგიის „გენტიდან“ ჩაკვეტაძე 2,5 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლაშა თაბაგარი