ხავიმ აღიაარა, რომ „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში რამდენიმე შეცდომა დაუშვა.
„ვაღიარებ, რომ გუნდის მართვის დროს რამდენიმე შეცდომა დავუშვი. ბუსკეტსის წასვლამ გუნდის სათამაშო სტილის შეცვლა გვაიძულა. მერჩივნა, რომ სამი შემტევი ნახევარმცველით მეთამაშა, მაგრამ ეს ყოველთვის საუკეთესო ვარიანტი არ იყო.
თუმცს, ჩემს დამსახურებათა ნუსხას თუ გადავხედავთ, ის ძალიან პოზიტიურია. ეს იმ სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, რომელთან ერთად ვმუშაობდი. „ბარსელონას“ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდი პერიოდი ჰქონდა, შესაზლოა იმაზე უარესიც ვიდრე 21-ე საუკუნის დასაწყისში.
კლუბში ჩემის ისტორიიიდან გამომდიბარე, ძალიან დიდი მოლოდინი იყო. შესაძლოა, ზოგჯერ ჩემი ემოციური კავშირი კლუბთან ტკივილს მანიჭებდა. ზოგჯერ ძალიან ემოციური ვიყავი, მაგრამ ეს გამოცდილება ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო.
ფეხბურთელობისას თავი მესიზე ან კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესად არასოდეს მიმიჩნევია. მე თამაშის შექმნელი ვიყავი, მაგრამ დამოუკიდებლად მატჩის ბედის გადაწყვეტა არ შემეძლო. ვამაყობ, რომ სამჯერ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავედი“ – განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში.
ლაშა თაბაგარი





