სალიას დებიუტი „ნიუკასლის“ პირველ გუნდში შედგა

0
1

ვახტანგ სალიამ ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „ნიუკასლში“ პირველი მატჩი ჩაატარა.
ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ნიუკასლმა“ სტუმრად ამხანაგური მატჩი ინგლისის რანგით მე-5 ლიგაში მოასპარეზე „გეითსჰედთან“ ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 18 წლის ფორვარდი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. სალია „ნიუკასლს“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. ის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მას 2023 წელს 16 წლის ასაკში პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი. სალიამ „დინამოს“ შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 49 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან ტრავმის გამო, გასულ სეზონში „ნიუკასლის“ 21-წლამდელთა გუნდში 2-ჯერ ითამაშა და 1 გოლი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი