გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით გერმანიის პირველი ბუნდესლიგის ბინადარ „ჰამბურგში“ გაატარა, ახალი სეზონისთვის დონეცკის „შახტართან“ ერთად თურქეთში ემზადება.
დონეცკელებმა შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა თურქეთის „ბურსასთან“ ჩაატარეს, რომელიც 0:0 დასრულდა. „შახტარში“ მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველებიდან მხოლოდ გოჩოლეიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა, ხოლო ირაკლი აზაროვი განაცხადში არ იყო. ამ ეტაპზე უცნობია გოჩოლეიშვილი „შახტარში“ დარჩება თუ ისევ გაანათხოვრებენ.
ლაშა თაბაგარი





