„ჩელსის“ შემადგენლობა 2024 წელს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია

0
18

2024 წელს ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია, რის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ინგლისური კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულებამ 1,656 მილიარდი ევრო შეადგენა. მანამდე, რეკორდი მადრიდის „რეალს“ ეკუთვნოდა, რომლის შემადგენლობა 2020 წელს 1,332 მილიარდ ევროდ შეფასდა.
2024 წელს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების სამეულში „მანჩესტერ სიტი“ (1,294 მილიარდი ევრო) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (1, 098 მილიარდი ევრო) შევიდნენ.
„ჩელსი“ 46 ქულით ინგლისის 20-გუნდიან პრემიერლიგაში მე-5 ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 21 ქულით ჩამორჩება. ლონდონელები ბოლოს ინგლისის ჩემპიონები 2016-2017 წლების სეზონში გახდნენ.
ლაშა თაბაგარი