ხვიჩა კვარაცხელია: „გამარჯვებას ან ფრეს ვიმსახურებდით“

0
61

პსჟ-ს თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში შინ „ლივერპულთან“ 0:1 მარცხით იმედგაცრუბულია.
„ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მეტოქეს ვაჩვენეთ, რომ დღეს უკეთესი გუნდი ვიყავით. გამარჯვებას ან ფრეს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.
მომავალი შეხვედრისთვის მოვემზადებით და ვიცით, რომ „ენფილდზე“ რთული იქნება. ჩვენ იმავე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გავიტანოთ.
ძალიან გული დამწყდა, რომ გოლი არ ჩამითვალეს. თუმცა, მუშაობა უნდა გავაგრძელო და შედეგი მოვა როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის“ – განაცხადა კვარაცხელიამ  Canal+-თან ინტერვიუში.
ლაშა თაბაგარი