პსჟ- მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სახლში „ლივერპულთან“ 0:1 წაგებულ მატჩში, მისი გუნდი მეტს იმსახურებდა.
„ეს დიდი უსამართლობაა, რადგან ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით. შესაზლოა ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. მეტოქის რიგებში საუკეთესო მეკარე გახლდათ. ჩემი გუნდით ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა.
განვლილი თამაში წვრილმანებზე ან სტატისტიკურ მონაცემებზე დამოკიდებული არ იყო. „ლივერპულს“ გაცილებით ვჯობდით და თამაშის საშუალებას არ ვაძლევდით. მეტოქე საწყისი ხუთი წუთის განმავლობაში გვჯობდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით.
უდავოა, რომ პსჟ-ს შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია. ჩვენ ხომ მხოლოდ პირველი მატჩი ჩავატარეთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს. თუ დღევანდელ თამაშს გავიმეორებთ, მაშინ „ლივერპულს“ გავივლით.
რა თქმა უნდა, ლივერპულში თამაში რთულია, მაგრამ იქ გავემგზავრებით და ისე ვითამაშებთ, როგორც დღეს საღამოს. მსგავსი თამაში შემოგვიტრიალებია და ინგლისში იმისთვის მივდივართ, რომ კვლავ იმავე გავაკეთოთ. ლივერპულში ჩავალთა და თავს ისეთ გუნდად ვაჩვენებთ, რომელსაც თამაში და 1/4-ფინალში ღირსეულად გასვლა შეუძლია“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს შემადგენლობაში “ლივერპულთან” მოედანზე 77 წუთი გაატარა.
პსჟ საპასუხო მატჩს „ლივერპულთან“ 11 მარტს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
