ალისონი: „შესაძლოა, ცხოვრებაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე“

0
14

„ლივერპულის“ მეკარე ალისონს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სტუმრად პსჟ-სთან 1:0 მოგებული მატჩი მის კარიერაში საუკეთესო იყო.
„შესაძლოა, ცხოვრებაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე. მწვრთნელმა გვითხრა, რომ რთული დაპირისპირება გველოდა, რისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავით. მეტოქეს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ბევრი მომენტი ხელიდან გავუშვით, მაგრამ თამაშის ბოლოს მოედანზე ჰარვი ელიოტი შევიდა და გაიტანა, რაც დაუჯერებელია. საუცხოო ისტორია და საღამოა.
პსჟ მართლაც მაღალი დონისაა. იმედია, საპასუხო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშებთ. პსჟ-ს სათამაშო დონე ხაზგასასმელია – ბურთს კარგად ფლობს და საგოლე მომენტებს ქმნის. მძიმე საღამო აღმოჩნდა ბედნიერი დასასრულით“ – განაცხადა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარემ TNT Sports-თან.
ლაშა თაბაგარი