კაკაშვილმა „დინამოში“ გამარჯვებით დაიწყო – კანკავას და გვილიას არ უთამაშიათ

0
44

თბილისის „დინამომ“, რომელსაც ზამთარში სათავეში ვლადიმერ კაკაშვილი ჩაუდგა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მე-2 ტურში დინამოელებმა იტალიელი როდოლფო ვანოლის გაწვრთნილი წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღეს და დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
„დინამოს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველები – ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა და ვაკო გვილია აკლდნენ, რომლებიც კლუბმა ჯერ ვერ დაარეგისტრირა. იმავე მიზეზით კაკაშვილის განკარგულებაში არც ფორვარდი ნიკოლოზ ქუთათელაძე იყო.
მატჩის მე-10 წუთზე „დინამომ“ კუთხური ჩააწოდა და „სამგურალის“ მცველმა თავით მოიგერია ბურთი, რომელიც ვახტანგ სალიამ შეუჩერებლად დაარტყა და სტუმართა მცველიდან ნოდარ ლომინაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმული მეტოქემ დაბლოკა, ხოლო ნოდარ იაკობიძემ ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-14 წუთზე „დინამოს“ მეკარე მიხეილ მაქაცარიამ კარიდან გამოსვლის დროს უხეში შეცდომა დაუშვა და თავის საჯარიმოში ლუკა ხორხელი წააქცია, ხოლო მთავარმა მსაჯმა ირაკლი შენგელიამ პენალტი დანიშნა. „სამგურალის“ ახალწვეულმა დავით მუჯირმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა და მაქაცარიამ ბურთი მოიგერია, ხოლო ფერნანდო ბულიმ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგან ბრაზილელ ლეგიონერზე თამაშგარე დაფიქსირდა.
მე-60 წუთზე თბილისელთა ნახევარმცველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა თავის საჯარიმოში ლუკა ხორხელი წააქცია და არბიტრმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ხორხელმა თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
75-ე წუთზე ლაშა კვარაცხელია მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი ხორხელს გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მატჩი ორჯერ იმის გამო შეჩერდა, რომ მოედანზე ძაღლმა შემოირბინა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკა ნინუამ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და  ნოდარ ყალიჩავამ „სამგურალი“ ვერ გადარჩინა.
განვლილ შეხვედრაში იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა, არამარტო საქართველოს ჩემპიონატის, არამედ საერთოდ საფეხბურთო დღევანდელობაში. გუშინ “დინამოს” სამატჩო განაცხადი მთლიანად კლუბის აკადემიის აღზრდილებისგან შედგებოდა.
“სამგურალთან” შეხვედრაში  “დინამოს აკადემიის” 6 აღზრდილის დებიუტი შედგა – ნიკა ჩიქოვანი, გელა სადღობელაშვილი, ოთარ აფციაური, ლუკა წულაია, თემო ოდიკაძე და საბა ახალკაცი.
დინამო თბ 2:1 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი