საგარეჯოს „გარეჯმა“ არსებობის ისტორიაში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი ქულა აიღო. საგარეჯოელები ქართველი ფეხბურთის ელიტაში შარშან თენგიზ კობიაშვილის ხელმძღვანელობით აღზევდნენ და პირველი თამაში ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარეს.
საგარეჯოს სტადიონი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და მე-2 ტურში კობიაშვილის გაწვრთნილებმა „დინამოს“ თბილისში „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლეს. ორი ტაიმის განმავლობაში გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს – 0:0.
შეგახსენებთ, რომ „გარეჯმა“ და ბათუმის „დინამომ“ პირველ ტურში უამინდობის გამო ვერ ითამაშეს. საგარეჯოელები გამოტოვებულ შეხვედრას პირველ აპრილს სტუმრად გორის „დილასთან“ ჩაატარებენ, ხოლო იმავე დღეს გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობით „დინამო“ თბილისელ თანამოსახელეებს დაუხვდება.
გარეჯი 0:0 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი
